ამილახვრების ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს
სოციალურად დაუცველ ამილახვრების ხუთსულიან ოჯახს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში ოროთახიანი სახლი აჩუქეს. სახლის გასაღები ოთხი შვილის დედას იტალიის ქალაქ ფლორენციაში წმინდა ნინოს სახელობის სამრეკლო ტაძრის წინამძღოლმა იღუმენმა ანდრიამ გადასცა. თანხა ტაძართან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნანილას“ საქველმოქმედო კონცერტის საშუალებით შეგროვდა. ამილახვრების ოჯახი ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითში 16 წელი ნათესავების სახლში ცხოვრობდა.