სტოლტენბერგი: ნატო სამხედრო ხარჯებს ზრდის

NATO Secretary General Jens Stoltenberg during a press conference before NATO Foreign Ministers will meet in Antalya, Turkey.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი 2017 წელს სამხედრო ხარჯებს ზრდის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2015 წლამდე ნატოს ხარჯები მცირდებოდა. 2015 წლის შემდეგ დაფინანსების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2017 წელს ხარჯები 4,3%-ის გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპამ და კანადამ თავდაცვაზე 46 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯეს“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე დაამატა, რომ ნატოს ქვეყნები ხარჯებს მომავალშიც გაზრდიან. ეს თანხები  ახალი ტექნიკის შეძენას, სამხედრო წვრთნებს, ნატოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები