შსს-ს იტალიის კარაბინიერთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ (ფოტო ვიდეო)

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.
საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები