გურჯაანში ავტომობილი აალდა

კახეთში, გურჯაანში, ავტომობილი აალდა. „კვირას“ ინფორმაციით, მძღოლმა კვამლი ავტომობილის მოძრაობისას შენიშნა. მან მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები