ავღანეთში, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სერჟანტთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ, მისმა მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ და ბატალიონის უფროსმა სერჟანტმა, მალხაზ კოპალიანმა „დაკისრებული მოვალეობის სისტემატურად მაღალხარისხიანად შესრულებისათვის” სერჟანტებს საპატიო სიგელები გადასცეს, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები