იემენში ქოლერით 200 ათასი ადამიანია დაავადებული

გაეროს ინფორმაციით, იემენში ქოლერით დაავადებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. ბოლო თვეებში ამ დაავადებით 1300 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბევრი ბავშვია.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბოლო თვეებში იემენი ქოლერის ყველაზე სერიოზული ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა.
დაავადებათა რაოდენობა მატულობს. გაეროს პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს ბოლოს მათი რაოდენობა 300 ათასს მიაღწევს.
ქოლერა – ნაწლავების მძიმე ინფექციაა. ის ხასიათდება ღებინებით და სითხის დაკარგვით, რასაც შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები