პუტინი ოლივერ სთოუნს რუსული ავიაციის ნაცვლად ამერიკული ავიაციის მოქმედებას აჩვენებს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავღანეთში 2012 წელს გადაღებული ვიდეო გაასაღა, როგორც „რუსული ავიაციის მოქმედება ტერორისტების წინააღმდეგ სირიაში“. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.
ვიდეო პუტინმა სთოუნს დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს აჩვენა. ფეიკურ ვიდეოზე ჩანს კადრები, რომელიც ავღანეთშია გადაღებული. პუტინი კი მათ სთოუნს მობილურ ტელეფონში აჩვენებს და უყვება თუ როგორ ებრძვის რუსეთი ტერორისტებს სირიაში.
ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-მა ამ ორი ვიდეოს შედარება გააკეთა და აღმოჩნდა, რომ ამერიკული ავიაციის მეირ ავღანეთში თალიბების დაბომბვის კადრები და ვიდეო, რომელსაც პუტინი სთუონს აჩვენებს, სრულიად იდენტურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები