კოლუმბიაში ამბოხებულებმა ჰოლანდიელი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

კოლუმბიაში „ნაციონალური გათავისუფლების არმიის“ (ELN) ამბოხებულებმა ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რომლებიც გასულ კვირას გაიტაცეს.   ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
62 წლის რეპორტიორი დერკ ბოლტი და 58 წლის ოპერატორი ეუგენიო ფოლენდერი „ბოევიკებმა“ კოლუმბიის ადამიანის უფლებათა საკითხებში წარმომადგენელს გადასცეს.
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერტ კენდერსის განცხადებით, ამჟამად ჟურნალისტების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ELN 1964 წელს შეიქმნა. ის კოლუმბიაში სიდიდის მიხედვით მეორე დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას ებრძვის. ყველაზე დიდმა დაჯგუფებამ, FARC-მა 2016 წელს კოლუმბიის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა.
ELN-თან სამშვიდობო მოლაპარაკება გასული წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის ჩაიშალა, ვინაიდან „ბოევიკებმა“ მძევლობაში მყოფი ყოფილი კონგრესმენის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები