არაბული ქვეყნების მიერ წაყენებულ პირობებს, ბოიკოტის გაუქმების სანაცვლოდ, ყატარი მიუღებელს უწოდებს

ბოიკოტის გაუქმების სანაცვლოდ, არაბული ქვეყნების მიერ წაყენებულ პირობებს ყატარი მიუღებელს და შეუსრულებელს უწოდებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ამ მოთხოვნათა ჩამონათვალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არალეგალურ ბლოკადას ტერორიზმთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ის ყატარის სუვერენიტეტის შეზღუდვას და მის საშინაო საქმეებში ჩარევას ემსახურება“, – განაცხადა ყატარის მთავრობის პრესმდივანმა, შეიხმა საიფ ალ-ტანიმ.
მისი თქმით, ამჟამად ყატარის მთავრობა მოთხოვნათა ჩამონათვალს სწავლობს და საპასუხო განცხადებას გაავრცელებს.
ყატარის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების მიერ წამოყენებული პირობები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება და ყატარის მთავრობას მის შესრულებას არ ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები