ბათუმში შაურმით მოწამლული 10 პაციენტიდან 1 კლინიკაში მკურნალობს

  შაურმით მოწამლული 10 პაციენტიდან ერთ-ერთი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 9 პაციენტმა ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ სამედიცინო დაწსებულება დატოვა – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯემალ დუმბაძემ განუცხადა. როგორც „კვირას“ ჯემალ დუმბაძემ განუმარტა, 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და სტაბილურია. მისი თქმით, გუშინ საღამოს სამედიცინო დაწესებულებაში 10 მამაკაცი მოთავსდა, რომელთაც ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„კლინიკაში მოთავსების შემდეგ ათივე მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ: პირღებინება, ციება და ფაღარათი. როგორც პაციენტებმა აღნიშნეს, მათ ბათუმის ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საშაურმეში შაურმა მიირთვეს, რის შედეგადაც თავი შეუძლოდ იგრძნეს. ათივე პაციენტი მამაკაცია და მათ შაურმა ზუსტად, ჭავჭავაძის N 7-ში შეიძინეს“, – აღნიშნა ჯემალ დუმბაძემ.
სურსათის უვნებლობის სამსახური ჭავჭავაძის N 7-ში მდებარე საშაურმეს ამოწმებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები