დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მეუღლე, პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან გაწერეს. პრინცს რამდენიმე დღის წინ ინფექციური დაავადება დაუდგინდა.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ამჟამად პრინცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჰოსპიტალიზაციის გამო, პრინცმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გამოტოვა. ექიმების განცხადებით, ჰოსპიტალიზაცია „გართულებების თავიდან ასაცილებლად განხორვიელდა“.
მაისში ბუკინჰემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრინცი ფილიპი შემოდგომაზე  სამეფო ოჯახის საქმიანობას ჩამოშორდება და ცერემონიებთან დაკავშირებულ მოვალეობებს აღარ შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები