საფრანგეთში სიფონის აფეთქების შედეგად ცნობილი ბლოგერი დაიღუპა

ნაღების ასათქვეფი სიფონის აფეთქების შედეგად საფრანგეთში ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი, რებეკა ბურგერი დაიღუპა. ამის შესახებ ფეისბუქში მისმა ნათესავებმა დაწერეს. მათ დაწერეს, რომ აპარატი აფეთქდა, მისი ფრაგმენტი რებეკას მკერდში მოხვდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
რებეკა სოციალურ ქსელებში ფიტნესზე და მოგზაურობაზე აქტიურად წერდა. მას ფეისბუქში 55 ათასი ხელმომწერი ჰყავდა, ხოლო ინსტაგრამში – 154 ათასი ხელმომწერი.
კულინარიულ სიფონს გაზის ბალონი აქვს, რომელიც აზოტის ოქსიდს ან ნახშირორჟანგს მაღალი წნევით აწვდის. სიფონი გაზიანი სასმელების დამზადებისთვის გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები