საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი ქიამრან მახმუდოვი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო “ტურანს“ ადვოკატმა ჯავიდ რზაზადემ აცნობა.
ადვოკატის განცხადებით, პოლიციაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთხრეს, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ადვოკატის თქმით, მახმუდოვი ამჟამად გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები