მოსულში „ბოევიკებმა“ ქალაქის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს

ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქის მთავარი მეჩეთი, ან-ნური ააფეთქეს. მეჩეთთან ერთად მინარეთიც ააფეთქეს. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.
სწორედ ამ მეჩეთში გამოაცხადა სამი წლის წინ „ხალიფატი“ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადიმ
თავის მხრივ, ისლამისტები აცხადებენ, რომ მეჩეთი ამერიკულმა ავიაციამ გაანადგურა.
მეჩეთი მე-12 საუკუნეში იყო აშენებული. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ბოევიკებმა“ ერაყის და მოსულის უდიდესი განძი გაანადგურეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები