ფესტივალების დაგეგმვისა და ორგანიზების ტრენინგი მიმდინარეობს

20, 21, 22 და 23 ივნისის აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება ფესტივალების დაგეგმვისა და ორგანიზების ტრენინგი აჭარის საფესტივალო სფეროს პროფესიონალებისთვის, რომელსაც უძღვება Festivals and Events International-ის წარმომადგენელი, ბრიტანელი ექსპერტი დონა ქლოუზი.
ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება.
დღეს, ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე გაეცნო.
„ტრენინგების პროგრამა შეიქმნა ბრიტანელი ექსპერტის კვლევითი ვიზიტის შედეგად 2016 წლის ნოემბერში, როცა აჭარის საფესტივალო სექტორის წარმომადგენლებთან ვორკშოპის და ინდივიდუალური შეხვედრების საფუძველზე Festivals and Events International(FEI)-ის ექსპერტმა შეიმუშავა საანგარიშო დოკუმენტი აჭარის საფესტივალო სექტორში არსებული სიტუაციის, მიღწევების და გამოწვევების შესახებ. ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ბრიტანული ფესტივალების გამოცდილებას, წარმატებებს და პრობლემებს, შეადარონ ადგილობრივი და ბრიტანული ფესტივალების მენეჯმენტის მეთოდები, გაუზიარონ ბრიტანელებს საკუთარი მიღწევები და თავისთვის სასარგებლო აიღონ ბრიტანული გამოცდილებიდან. მომავალ თვეში ასევე გვაქვს დაგეგმილი ტრენინგის კურსი ფესტივალების მარკეტინგული გეგმის განვითარებაში“, – აღნიშნა თეონა ბერიძემ ტრენინზე მონაწილეებთან შეხვედრისას.  
ტრენინგის მიზანია, მონაწილეები უზრუნველყოს ფესტივალის ეფექტიანი მენეჯმენტისათვის აუცილებელი ცოდნით და პრაქტიკით. კერძოდ, განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა ფესტივალების დაგეგმვასთან დაკავშირებული შემოქმედებითი და სტრატეგიული პროცესები; ორგანიზატორების, აუდიტორიის, დავენიუების როლი ფესტივალების მნიშვნელობის და მათი ეფექტიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში; ფესტივალების მენეჯმენტისთვის აუცილებელი პრაქტიკული პროცესების გააზრება. ვორკშოპის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია წარმატებული მუშაობისთვის საჭირო ისეთ კონცეფციებზე, როგორიცაა დროის მენეჯმენტი, პროექტის მენეჯმენტი, აუდიტორიაზე ზრუნვა და მათი შთაბეჭდილებები/გამოცდილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები