რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ–მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, სორინ გრინდიანუს უნდობლობა გამოუცხადეს. ის მთავრობას ექვსი თვის წინ ჩაუდგა სათავეში.
დეპუტატების აზრით, პრემიერი ეკონომიკურ რეფორმებს არასათანადოდ ახორციელებს. კენჭისყრის ინიციატორები მმართველი სოციალ–დემოკრატიული პარტია და „ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი“ გამოვიდნენ.
რუმინეთში რამდენიმე თვის წინ მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები