მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის არჩევნების 2023 წლიდან 2024 წლამდე გადატანა გუნდში შეთანხმებული არ არის

„ვერსია, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 2023 წლის ნაცვლად, 2024 წელს უნდა ჩატარდეს, გუნდში შეთანხმებული არ არის“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ვერსია ერთ-ერთია მრავალთა შორის.
“ეს არის ერთ-ერთი ვერსია მრავალთა შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ისმის კითხვები, იქნება თუ არა მორალური ლეგიტიმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შერეული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და დამატებით 150-მა წარმომადგენელმა კოლეგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აირჩიოს პრეზიდენტი 2023 წელს, ეს ვერსია საპასუხოდ არის გახმოვანებული”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადავადებამ გამოიწვია პრეზიდენტის არჩევნების გადავადების საკითხის განხილვაც.
“მქონდა აზრი, რომ 2020 წლიდან უკეთესი იქნებოდა, ყოფილიყო პროპორციული სისტემა. არაერთი ადამიანი ამბობდა, რომ უნდა შევინარჩუნოთ მაჟორიტარული სისტემა და ეს უნდა იყოს არამარტო 2020 წელს, არამედ 2024 წელსაც. არგუმენტების შეჯერების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც კონსენსუსის შედეგი იყო, რომლის მიხედვითაც გარდამავლ დებულებაში უნდა ჩაიწეროს იგივე წესი, ოღონდ კიდევ უფრო დემოკრატიული რომ გახდეს ეს პროცესი, ბარიერი 3 პროცენტამდე უნდა დაიწიოს, რაც არაერთ პარტიას დამატებით მისცემს შესაძლებლობას, 2020 წლიდან საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები