“ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია”

“ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, გუნდში ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, კონსულტაციები შედგა და სესიებზე საპარლამენტო უმრავლესობა, ერთიანი, შეთანხმებული პოზიციით გავა.
„დღეიდან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების საპარლამენტო ეტაპზე გადავდივართ, სადაც წინ გვაქვს პოლიტიკური დებატები და მსჯელობა ყველა იმ არგუმენტზე იქნება, რაც კონსტიტუციის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვა.
როგორც იცით, გუნდში, ძირითად, პრინციპებთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგა და სესიებზე ერთიანი, შეთანხმებული პოზიციით გამოვდივართ. ჯერ კიდევ საჯარო განხილვების ეტაპზე, საზოგადოებას ვუთხარით, რომ საარჩევნო მოდელზე განსხვავებული პოზიციები იყო და გუნდში მაჟორიტარები იყვნენ, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას  უჭერდნენ მხარს, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს და უფრო დემოკრატიულ სისტემაზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბონუსების ისეთი მექანიზმით უნდა მოხდეს, რომელიც ვენეციის კომისიასთან წინასწარ არის შეთანხმებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები