„პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არსებობს“

“პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმებული პოზიცია არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, ვინაიდან კითხვის ნიშნები პრეზიდენტმა დასვა და ამაზე მსჯელობა იყო, ხელისუფება მზადაა, მომდევნო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება არაპირდაპირ წესზე გადასვლა.
„ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის შემოტანილი, არგუმენტის საფუძველი დაეკარგათ და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით, თავად პრეზიდენტიც აღარ საუბრობს. როგორც ვნახეთ, მან ბოლოს პრეზიდენტის მანდატზე ისაუბრა და არა  არჩევნების წესზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები