მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა

2017  წლის  21 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ა.წ. 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გამართული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის”მინისტერიალის თაობაზე;  მიმოიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და იმსჯელეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოლოდინებზე.

ორივე მხარე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საქართველოს  მიერ მიღწეულ  პროგრესს, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ  ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

ამასთანავე, შეხვედრაზე ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადმოსცა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის და გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში ევროკომისრის, კარმენუ ველას, ა.წ. 5-6 ოქტომბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში დაგეგმილი რიგით მეოთხე კონფერენციის „ჩვენი ოკეანის” ერთობლივი მოსაწვევი წერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები