ნიკოლოზ გაგუა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია

“ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ საჯარო გახსნაზე.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, „აღნიშნული რეფორმის გარეშე, წარმოუდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები