საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დახურულ სხდომას მართავენ

ქუთაისში, პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები დახურულ სხდომას მართავენ.
არსებული ინფორმაციით, კანონმდებლები საკონსტიტუციო რეფორმის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხებს განიხილავენ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს გამართავს.
რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები