გასაიდუმლოებული შეხვედრა შუშის სასახლეში – „იბერიას“ სკანდალური ინტერვიუ

გასაიდუმლოებული შეხვედრა შუშის სასახლეში, მუქარა და კულუარული ომი ბიზნესისთვის – ამის შესახებ იქნება საუბარი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან,“ რომელიც დღეს, ოთხშაბათს, ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, ტრადიციულად, 21:300 საათზე გავა.
მართალია, რესპონდენტის ვინაობა არც ამჯერად კონკრეტდება, მაგრამ როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი ამბობს, საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი პირადი ცხოვრების დეტალებს მოჰყვება.
„ესაა სიმართლე, რომელიც არასოდეს თქმულა“, – აცხადებს პავლიაშვილი და დასძენს, რომ მაყურებელი დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობს, თუ რა გზა გაიარა ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა ობლობიდან წარმატებამდე.
შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე, გადაცემის სტუმრები იყვნენ: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი; ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი – კონსტანტინე გამსახურდია და შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები