ბრიუსელის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში სამხედრო პატრულმა ტერორისტი მოკლა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში სამხედრო პატრულმა ტერორისტს ცეცხლი გაუხსნა, ვინაიდან მას ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ტერორისტი ადგილზე მოკლეს, სხვა არავინ დაშავებულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. გამოცემა “Libre Belgique”–ის ინფორმაციით, მამაკაცს ზურგჩანთა ეკეთა და ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მამაკაცი „ალაჰ აკბარს!“ ყვიროდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები