თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ვანის მახლობლად მდებარე გზაზე „ბოევიკებმა“ თურქეთის შეიარაღებული ძალების ავტოკოლონას ყუმბარმტყორცნები დაუშინეს.  დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო 2 წელია აღმოსავლეთ თურქეთში ქურთ „ბოევიკებსა“ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკებები რეგულარულად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები