მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული თეატრი დაათვალიერა

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თელავის განახლებული ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟა – ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა. განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრო, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი – რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები