ავღანეთში ამერიკულ ავიაბაზაზე “ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად რვა ავღანელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთის ფარვანის პროვინციაში „ბოევიკები“ ამერიკულ ავიაბაზას თავს დაესხნენ. შეტევის შედეგად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების რვა წარმომადგენელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
თავდასხმა ბაზის სიახლოვეს მოხდა. „ბოევიკები“ დაცვის თანამშრომლებს იმ მომენტში დაესხნენ თავს, როდესაც ისინი სამსახურში მიდიოდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები