სააკაშვილს კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ორი პირი თავს დაესხა, მას კვერცხები ესროლეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ გამოცემა “Dnepr 24” იუწყება.
სააკაშვილი “კრივოი როგში” ადგილობრივი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებული შემოწმების ინსპექტირებისთვის ჩავიდა.
სააკაშვილმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სწორედ ამ დროს მოხდა მასზე თავდასხმა – ერთმა პირმა მას კვერცხები ესროლა, ხოლო მეორე მიუახლოვდა და ბრილიანტის მწვანე შეასხა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორემ მიმალვა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები