თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად: „გურჯი-ხათუნის“ პრემიერა გაიმართება

4 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის – „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პრემიერას გამართავს. წარმოდგენილი იქნება დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად „გურჯი-ხათუნი“.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია – მარიამ ალექსიძე;
კომპოზიტორი – იოსებ ბარდანაშვილი;
მხატვარი – ანა კალატოზიშვილი;
მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები