გამოფენა: „ხალიჩური ნაწარმი აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმიდან“ გაიხსნება

28 ივნისს, 16:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა: „ხალიჩური ნაწარმი აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმიდან“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, Chek-in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. გამოფენა აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ICOM -ებისა და ჟურნალ HALI-ის ერთობლივი თანამშროლობით ჩატარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XIX-XX საუკუნეების სხვადასხვა ნაირსახეობის ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები