დღეს კულტურის მინისტრი თელავის განახლებულ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს

19 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თელავის განახლებულ ვაჟა – ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობის სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟას-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდება.
განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, 15:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟას- ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრება, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი – რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები