ქართული ფილმი “ანას ცხოვრება” ესპანეთის კინოთეატრებში გამოდის
16 ივნისიდან, ნინო ბასილიას მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი “ანას ცხოვრება” ესპანეთის შემდეგ კინოთეატრებში გამოდის:
Madrid- Cines Renoir Princesa
Bilbao – Multicines 7
Valencia – Cines Babel
Valladolid – Cines Broadway
Castelldefels – Cinemes Metropol
Lleida – Espai Funatic
Girona – Cinemes Albèniz
Sant Feliu de Llobregat – Cinemes Baix
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრიდან აცნობეს, “ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან – პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.
მთავარი ჯილდოებია – პალმა დე მაიორკასა და საფრანგეთში არასის კინოფესტივალებზე და კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო “ფიპრესი” ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე.
“ანას ცხოვრება” სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.