ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

 ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა.
საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. საველე სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლების საბრძოლო ამოცანას ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სხვა სამანევრო შენაერთებთან სინქრონიზებული ოპერირების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლება ასევე, მიზნად ისახავდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Noble Partner 2017”-სთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადებას. ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე 5 ივნისს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. საველე წვრთნებში სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები