გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე: „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის გადატანა ძარაგადახურული ტრანსპორტით დაიწყო ​

მისასალმებელია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის გადატანა ძარაგადახურული ტრანსპორტით დაიწყო, რამაც ერთი ორად შეამცირა მტვრის ნაწილაკების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორედ დამტვერიანება იყო. მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ მოსახლეობის მხრიდან ამ მიმართულებით გამოთქმული უკმაყოფილება შემცირდება.
„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იყო დამტვერიანება და მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო მადნის ძარაგადახურული ტრანსპორტით გადატანა, რამაც ერთი ორად შეამცირა მტვრის ნაწილაკების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა. ეს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების შემცირების წინაპირობას შექმნის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან და კომპანიის, „Georgian American Alloys“-ის აქციონერთან ურიელ ლაბირთან ერთად საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები