მსახიობ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თავდასხმის შემდეგ, მსახიობ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი კონტაქტურია და იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სასწრაფო-გადაუდებელ განყოფილებაშია მოთავსებული. მას თავის არეში ღია ჭრილობა და სხეულზე დაჟეჟილობები აქვს.
ცნობისათვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, ყოფილ „5 დეკემბრის“ ქუჩაზე, მსახიობ დავით როსტომაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს.
თავდასხმის ფაქტს რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს მსახიობი შვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელს კი სახეზე შავი ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო აღჭურვილი.
„მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ქუჩის მეორე მხრიდან ახალგაზრდა ბიჭმა გადმოირბინა. სახეზე იკეთებდა სასწრაფოდ ნიღაბს. საერთოდ, იხსნიდა თუ იკეთებდა, ამასაც ვერ მივხვდი წესიერად, მაგრამ სახეზე ჰქონდა ეს შავი ნიღაბი. ის მორბოდა და მას მოსდევდა ერთი თუ ორი გოგო, საცხობის თანამშრომლები, იქვე არის რაღაც ღვეზელების საცხობი და მეგონა, რომ იყო თავდასხმა ან რაღაც ყაჩაღობა. მერე უკვე გამოჩნდა, ხალხი რომ შეჯგუფდა, დაჭრილი იყო ადამიანი, სისხლი მოსდიოდა და ვიცანი შორიდან როსტომაშვილი,“ – განაცხადა თვითმხილველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები