„სპექტრსა“ და ჩინეთის რესპუბლიკის შუნდის სოციალური დაცვის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და ჩინეთის რესპუბლიკის შუნდის სოციალური დაცვის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის შუნდეს რაიონის მთავრობისა და მსხვილი სამრეწველო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად
საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში როგორც ქართულმა, ასევე ჩინურმა მხარემ პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანიც საერთაშორისო პროგრამის „ერთი სარტყელი, ერთი გზა “ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების ჩინეთის რესპუბლიკის შუნდეს რაიონის წარმოება- დაწესებულებებში მიზიდვაა.
უცხოელმა სტუმრებმა კოლეჯის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ამასთან, მოხდა კოლეჯის გამარჯვებული პროექტის „სმარტ რუკა“ წარდგენა, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჩინეთის რესპუბლიკის შუნდის სოციალური დაცვის ბიუროს დირექტორმა ლიანგ საიონგჰუმ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს კოლეჯის მიერ მომზადებული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის გავლას და მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივას წამყვან ჩინურ კომპანიებში.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევა სპეციალისტთა და პედაგოგთა გადამზადება, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა.
ბიურო კოლეჯის შესაბამისი სტუდენტების ცოდნის ამაღლების მიზნით, დაეხმარება მათ საზღვარგარეთ განათლების მიღებასა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაში. კოლეჯი ბიუროსთან ერთობლივად შეიმუშავებს სხვადასხვა სახის პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე ორგანიზაციის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები