EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის ტრენინგი ეროვნულ სასახლეში

12-14 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სასახლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, თბილისის მერიის ა(ა)იპ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ფილიალების ხელმძღვანელებისთვის EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის, ჟანეტა სტატევსკას ტრენინგი გაიმართა. სემინარის თემებია: ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების პრიორიტეტები და მიმართულებები; პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის ძირითადი ასპექტები.
ტრენინგები მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები