ზებალდის წიგნის – „ემიგრანტების“ წარდგენა გაიმართება

15 ივნისს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, გერმანელი მწერლის ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტების“ წარდგენა გაიმართება. საჯარო ორგანიზატორია გამომცემლობა „დიოგენე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნს წარადგენს მთარგმნელი მაია ბადრიძე.
„ემიგრანტები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო. ზებალდის სხვა წიგნების მსგავსად, „ემიგრანტებსაც“ შავ-თეთრი ფოტოები ახლავს, რომლებსაც ავტორი ტექსტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები