FAO-ს სათავო ოფისში საქართველოში აგროტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის შესახებ (Globally Important Agricultural Heritage Systems (GIAHS)) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ევროპის და აზიის რეგიონის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე ესწრებოდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, სამეცნიერო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იმ აგროლანდშაფტების შესახებ, რომლებსაც შეიძლება GIAHS-ის სტატუსი მიენიჭოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროტურიზმის განვითარებას და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები