Adjaranet.com-ი „ბირჟა მაფიის“ კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Adjaranet.com-ი „ბირჟა მაფიის“ კლიპთან დაკავშირებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Adjaranet-მა გადაღებები ტექნიკურად უზრუნველყო, თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე, როგორც გავრცელებაში, მონაწილეობა არ მიუღია. მათი განცხადებით, Adjaranet-ს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი.
Adjaranet-ის ინფორმაციით, ვიდეოს დაბლარვა თავად პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო.
„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ Adjaranet-ი მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე, რისთვისაც იწერება მრავალი საპილოტე გადაცემა, სიუჟეტი თუ ვიდეოკლიპი. ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდასა თუ შემოქმედებით ჯგუფს შეუძლია ჩვენთან მოსვლა და პროექტის შემოთავაზება. ერთ-ერთი ასეთი საპილოტე პროდუქტი იყო “ბირჟა მაფიის” კლიპი, რომლის ფარგლებშიც, Adjaranet-მა გადაღება ტექნიკურად უზრუნველყო. თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე, როგორც გავრცელებაში, მონაწილეობა არ მიუღია. აქვე ვაცხადებთ, რომ Adjaranet-ს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვიდეოს დაბლარვა თავად პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო. ამასთანავე, Adjaranet-ს არ აქვთ წვდომა “ბირჟა მაფიის” YouTube-ის არხთან, სადაც ვიდეო განთავსდა და დაიბლარა. და ბოლოს, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი გვქონდა, დუმილი შეგვენარჩუნებინა, მიშკასა და გიოს გათავისუფლებამდე. იქამდე, სანამ ბიჭები თავად არ შეძლებდნენ კომენტარის გაკეთებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები