ლონდონის დასავლეთ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საცხოვრებელ სახლში 200-მდე ბინაა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაშავებულის შესახებ. ადგილზე მობილიზებული იყო 200 მეხანძრე, რომლებიც სახლთან მისვლას ვიწრო ქუჩების გამო, ვერ ახერხებდნენ.
მაშველები აცხადებენ, რომ არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხეც.