„კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი წვრთნების – „კავკასიის არწივი 2017“-ის ფარგლებში, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე, საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სცენარი ვერტმფრენიდან დესანტირებას, ავიაციით და საცეცხლე მხარდაჭერით ობიექტის განადგურებას, მძევლის გათავისუფლებას, ასევე, დაშავებულის ევაკუაციას და შენობის განადგურებას მოიცავდა. სწავლებაში სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოიერიშე და მხარდამჭერმა ქვედანაყოფებმა, ასევე, საჰაერო კომპონენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთი დაესწრნენ.
სპეციალური ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ საქარველოში პირველად მიმდინარეობს. აღნიშნულ სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ მანამდე ორჯერ უმასპინძლა. სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები