„ პრობლემად რჩება მაჟორიტარული თუ პროპორციული წესი“ – საკითხი, რომელზეც უმრავლესობა ვერ შეჯერდა

სახელისუფლებო გუნდი 16 ივნისს ვენეციის კომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მმართველმა გუნდმა გამოთავისუფლებული მანდატების გადანაწილების საკითხი შესაძლოა, შეცვალოს. ყველაზე რთულად შესაჯერებელ საკითხად მმართველი გუნდისთვის მაჟორიტარულ და პროპორციულ წესს შორის არჩევანის გაკეთება იქცა. ქანთარიას განცხადებით, გუნდში, აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა.
„ ვენეციის კომისიის დასკვნა ოფიციალურად 16 ივნისს გამოქვეყნდება, ამიტომ უმჯობესია, ოფიციალურ ვერსიას დავუცადოთ და ვნახოთ, რა არის კონკრეტული რეკომენდაციები. ბონუსებთან დაკავშირებით, ვიცი, რომ არის საუბარი და ამას მეც ვეთანხმები. ამ შემთხვევაში, ნამდვილად რჩება უსამართლობის განცდა, ამიტომ შესაცვლელია. ბლოკებთან დაკავშირებით, ჩემი აზრი გამოთქმული მაქვს და ვთვლი, რომ ბლოკების დრო წასულია, რადგან ეს არის მაქინაციების, კომბინაციების და გარკვეულწილად, ფულის კეთების საფუძველი ხდება ხოლმე ჩვენთან.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში, პრეზიდენტი ირიბად უნდა იყოს არჩეული კოლეგიის მიერ,ოღონდ ჩვენ არ გვაქვს ამის მანდატი, ამიტომ 2018- ში არჩევნები პირდაპირი წესით უნდა ჩატარდეს და შემდეგ შევიდეს ეს ცვლილება ძალაში. მგონია, რომ გარდამავალი დებულება კონსტიტუციისთვის ზედმეტია. ევროატლანტიკური ხაზი, სადაც მისამართი წერია, მგონია, რომ არაა საჭირო, ეს ისედაც გაცხადებულია. პრობლემად რჩება მაჟორიტარული თუ პროპორციული წესი. ამ საკითხზე აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა გუნდში და გუნდის შიგნით, დაუყონებლივ, ერთი აზრის ჩამოყალიბებას საჭიროებს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები