რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეირ არის ორგანიზებული. აქციები 145 ქალაქში ტარდება.
საპროტესტო მიტინგების მონაწილეები რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგებით გამოვიდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები.
აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე დააკავეს. მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.