სირიის სახელმწიფო ტელევიზია: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

ექსტრემისტული დაჯგუფება, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ლიკვიდირებულია.
ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.
არხის ცნობით, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ქალაქ რაქაში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.
daily mail არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, რადგან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ISIS-ის ჯერ ჯერობით არ დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები