ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის ერთგული რჩება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნატოს ხელშეკრულების   მეხუთე პუნქტის ერთგული რჩება. ამ მუხლის მიხედვით, ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის ყველა წვერზე თავდასხმას ნიშნავს. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტრამპმა დადებითად შეაფასა რუმინეთის გადაწყვეტილება თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ და სხვა ქვეყნებსაც ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. რუმინეთის გადაწყვეტილებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი თავდაცვას მოხმარდება. აქამდე ბუქარესტის სამხედრო ხარჯები მშპ-ის 1,4 პროცენტს შეადგენდა.
ტრამპმა აღნიშნა რუმინეთის მონაწილეობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და განაცხადა, რომ ნატომ ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები