წინანდალში რამდენიმე ახალგაზრდამ სასურსათო მაღაზიის დაყაჩაღება სცადა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში რამდენიმე ახალგაზრდამ სასურსათო მაღაზიის დაყაჩაღება სცადა. მეპატრონემ თავდამსხმელთა ჯგუფს მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვის უფლება არ მისცა. ისინი ობიექტის მფლობელსა და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი და განადგურებულია პროდუქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.