“ბევრი ვიბრძოლეთ სიცოცხლისა და გადარჩენისთვის”- ღუდუშაურის კლინიკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

​ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა კლინიკის ნეონატალური ცენტრის ყოფილ პაციენტებსა და ბავშვების მშობლებს უმასპინძლა. სპეციალურად ბავშვებისთვის, კლინიკის ეზოში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პატარებმა მულტფილმების პერსონაჟებთან და კლოუნებთან ერთად ითამაშეს. ღონისძიების მსვლელობისას, სტუმრებს კლინიკის პერსონალმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.
“ეს ბავშვები ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასები არიან, რადგან ჩვენთან გაიზარდნენ. ბევრი რთული გზა გამოვიარეთ, ბევრი ვიბრძოლეთ სიცოცხლისა და გადარჩენისთვის. მე მეამაყება, რომ დღეს მათ ბედნიერებას, მხიარულებას და ჯანმრთელობას ვხედავ”, – აღნიშნა ღუდუშაურის კლინიკის ახალი ნეონატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა ჭანკვეტაძემ.
დაახლოებით, 10 წელია, რაც ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური ცენტრი ურთულესი პათოლოგიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლესა და ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. 1 წლის წინ, ცენტრი განახლდა და თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოთერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებიათვის აუცილებელი ხელსაწყოებითა და სხვა მნიშვნელოვანი ინვენტარით აღიჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები