მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურას დღეს შეარჩევს

 მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურას დღეს შეარჩევს. როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, სხდომაზე გადის საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის“ წარდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს.

ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან: 1. ლადო ჭანტურია – 5; 2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69; 3. შოთა გეწაძე – 3.85; 4. თამარ ალანია – 3.77 და 5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები