ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს ​

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ​თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთკილომეტრიან გზის გამყოფ ზოლში მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ჩატარდება ტერიტორიაზე არსებული ხეების სხვლა-ფორმირება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება 5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი. ასევე, აღდგება განათების სისტემა და დამონტაჟდება ლამპიონები. ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები